logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის სექტის უვიც ჟურნალისტებს რასაც დაუკვეთავენ, უკლებლივ ყველაფერს უაპელაციოდ იმეორებენ თუთიყუშებივით
- +

18 ივნისი. 2021. 03:01

 

„"ბაიდენმა და პუტინმა საჯაროდ არ ახსენეს საქართველო. შესაბამისად, აღარ ვართ საერთაშორისო რადარებზე".

სააკაშვილის სექტის უვიც ჟურნალისტებს რასაც დაუკვეთავენ, უკლებლივ ყველაფერს უაპელაციოდ იმეორებენ თუთიყუშებივით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს გასაგებია, როგორც დესტრუქციული ოპოზიციური კლასტერიდან ტრაგიკომიკური პოლიტიკური ტირადები.

გაუგებარია ზოგიერთი ექსპერტისა თუ ანალიტიკოსის მსგავსი შეფასებები. მათ მშვენივრად იციან საერთაშორისო ურთიერთობების ნიუანსები, რეალპოლიტიკა, დიპლომატიური ლაბირინთები.

არ მინდა ვიფიქრო, რომ ზოგიერთის მიერ ნაცსექტის ამ უსაგნო გზავნილებით  ჟონგლიორობა განპირობებულია:

1) სააკაშვილის სექტასთან ფინანსურ-იდეოლოგიური აფილირებით;

2) ბრმა რევანშიზმით, რადგან ამ ეტაპზე ა(ღა)რ მუშაობენ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner