„საინტერესოა, ამის დედა ვატირე, ისეთი რა ცოდვები წამოვიკიდეთ საუკუნეების განმავლობაში, რომ ყოველ ორ-სამ წელიწადში, ხან ყოველწლიურად დიდი ღალატის მოწმენი ვხდებით? დიდი ღალატი იქით იყოს, ის უფრო დიდი უბედურებაა, გიგი უგულავა კორუფციაზე რომ გველაპარაკება და თანაც ყოველ საღამოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „საერთო გაზეთში“ წერს.
„ვააახ, კაცოოო! 50 მილიონის ქურდი გველაპარაკება კორუფციაზე! აგერ, ორიოდე დღის წინ იძახის, მე ეკლესიაში ქრისტეს სხეულს კი არ ვებრძვი, კორუფციას ვებრძვიო. გინდა, ამ დროს გაიცინო, მაგრამ ვერც იცინი, ჩვენ კი ვიცით, ვინ არი ეს დამპალი, რა გაუკეთებია, მაგრამ შეხედავენ ბალღები ტელევიზორს და მართლა პატიოსანი ეგონებათ, წამოიზრდებიან, მივლენ საარჩევნო ურნასთან და ხმას მისცემენ“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.