logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინები და აცრის მსურველი არ იყოს ქვეყანაში
- +

18 ივნისი. 2021. 02:29

 

"ის სამი ინტენსიური თვე, როდესაც ჩვენ ქვეყანაში გვექნება ვაქცინების საკმარისი არჩევანი, ისინი როგორც სხვადასხვა ვაქცინის, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

 

„თუ ჩვენ დავკარგეთ ეს პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ვაქცინები არის მაგრამ არ იცრება მოსახლეობა, ეს იქნება მართლაც უზარმაზარი წარუმატებლობა. ამ კუთხით ოპტიმიზმით ვარ ვარ გამსჭვალული და არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინები და აცრის მსურველი არ იყო.

 

ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, ნუ დავხუჭავთ თვალებს და ნუ ჩავთვლით, რომ მთელი საქართველო საათს უყურებს და ელოდება თუ როდის შემოვა ქვეყანაში მილიონობით დოზა Pfizer-ისა და Novavax-ის ვაქცინა. ექიმებში და ექთნებშიც არის ისეთები, ვინც ვაქცინის გაკეთებას არ აპირებენ," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner