logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა არჩევნებში!
- +

18 ივლისი. 2016. 22:50



„პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო კამპანიას იმერეთიდან იწყებს", - რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ქუთაისში წარადგინა.


„მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიისა და დავით აღმაშენებლის ქალაქი, რომელიც ყველა ქართველისთვის ერთიანი საქართველოს სიმბოლოა", - ასე მოიხსენია პრემიერმა ქუთაისი და „ქართული ოცნების" მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტიის მიზანი და ამოცანა გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა.


„2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თქვენი მხარდაჭერითა და შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა არჩევნებში. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი შეასრულა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა. ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - თავისუფლება! ჩვენ მოვსპეთ შიში, რომელსაც დათრგუნული ჰყავდა საზოგადოება, შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა. ჩვენ ვიყურებით და მივდივართ წინ. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ იმ სისასტიკის მძევალი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ. ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner