პროკურატურის ინფორმაციით, "TV პირველის" ეთერში გასული აუდიოჩანაწერებში ნახსენები ფრაზები "დაგირეკავენ მინისტრები" და "ტრი ტრი" მოდელირებულია და მონტაჟის შედეგად არის მიღებული. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
პროკურატურის განცხადებით, მინისტრების საერთოდ არაა ნახსენები. მონტაჟის ფონზე ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები "მილი" და "სტები".
"ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით - "დაგირეკავენ მინისტრები", ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა -მინისტრები. ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა "მინისტრები" საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები "მილი" და "სტები", ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა „მილი-სტები", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.