logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმესთვის თვალის ასახვევად!
- +

18 ივლისი. 2016. 22:52



 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ქუთაისში წარადგინა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტიის მიზანი და ამოცანა გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა.


 დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიული განვითარების, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, დღეს ჩვენს ქვეყანას სტაბილური განვითარება სჭირდება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის, მათი ოჯახების კეთილდღეობას. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მიზანი. „ქართულ ოცნებას" არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმესთვის თვალის ასახვევად, ერთჯერადი ეფექტის მისაღებად და მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად. ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება, მარტო C ჰეპატიტის პროგრამამ რამდენი სიცოცხლე იხსნა და რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის იმედი.

 

ჩვენ უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს, ფეხზე წამოდგომის საშუალება მივეცით გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ყველა ადამიანს დავუდექით გვერდში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ გაჭირვებულ ყოფას შეუმსუბუქებს. ჩვენ რეალურად გავათავისუფლეთ ბიზნესი. ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია, დღეს საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner