logo_geo
eng_logo
პროკურატურა: ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიება ჟურნალისტების ან მედიასაშუალების პასუხისმგებლობის მიმართულებით არ მიმდინარეობს
- +

18 ივნისი. 2021. 15:24

 

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მიყურადების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

 

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გულუაშვილმა განმარტა, გამოძიება ჟურნალისტების, ან მედიასაშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით არ მიმდინარეობს.

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით.

 

აქვე გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, - კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით.

 

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აცხადებს ამირან გულუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner