logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ხალხს: ჩვენთვის მთავარია, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა!
- +

18 ივლისი. 2016. 22:52



პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო კამპანიას იმერეთიდან იწყებს", - რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ქუთაისში წარადგინა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტიის მიზანი და ამოცანა გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა.


 ჩვენთვის მთავარია, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა. ამ 4 წელიწადში ფუნდამენტი ჩავყარეთ და დღეს უკვე შეგვიძლია თამამად შევთავაზოთ ხალხს სიახლე - ქვეყნის სწრაფი განვითარება, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გულისხმობს. სწორედ ხალხის კეთილდღეობას ემსახურება ის 4-პუქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც სწრაფი განვითარების გარანტი იქნება და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ მომავალ 4 წელიწადში სამეწარმეო სულისკვეთება უნდა გავაძლიეროთ ქვეყანაში, უფრო მეტად ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა, მივცეთ ჩვენს ხალხს საშუალება და დავეხმაროთ, რომ თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ, დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს. ჩვენ განათლების სისტემას შევცვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას, შეიძენენ ისეთ პროფესიას, რომელიც სამსახურს მისცემს მათ და რეალიზების საშუალებას გაუჩენს. საქართველოს ყველა კუთხე და ყველა სოფელი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურით - ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომ ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება, მიმოსვლა, ვაჭრობა. მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს მისცემს გაფართოების საშუალებას, ბიზნესის გაფართოება კი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, კომპლექსურად, კიდევ უფრო გამოაცოცხლებს ქვეყანას და კეთილდღეობას მოუტანს ხალხს.


პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდს ეს საქმე უკვე დაწყებული აქვს და მას ბოლომდე მიიყვანს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner