„უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება ,,ეს ხელწერა ნაცნობია და ამ ქვეყანაში ამ ხელწერაზე ექსკლუზივი ნაციონალურ მოძრაობას აქვს“ - ასე ეხმიანება იურისტი და საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერში, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში წარმოდგენილ ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიებას შეეხება.
„არაფერი ახალი და გასაკვირი პროკურატურას არ უთქვამს, მაგრამ მაინც საჭიროა, კიდე ერთხელ შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, თუ რა რეჟიმი მართავდა ქვეყანას. უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება - ეს ხელწერა ნაცნობია და ამ ქვეყანაში ამ ხელწერაზე ექსკლუზივი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.