logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: კი გამიფრინდი, მაგრამ ეგ არაფერი, ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით!
- +

18 ივნისი. 2021. 16:29

 

 

დღეს, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

 

ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

„ერთი წელი გიოს გარეშე.

 

თავისი არყოფნით ყველა შეგვცვალა, სულიერად გაგვზარდა,

 

მადლობა, ჩემო პატარა, ყველაფრისთვის, ცოტა ხნით კი გამიფრინდი, მაგრამ ეგ არაფერი, ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით!“, – წერს მირიან ნიკოლაძე.

 

ცნობისთვის, ერთი წლის წინ, 2020 წლის 18 ივნისის ღამით, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.

 

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

 

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

 

2021 წლის 9 მარტს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ სცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ. მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა.

 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 2020 წლის ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner