logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: მაჟორიტარობაზე შემოთავაზება პრემიერისგან მივიღე
- +

18 ივლისი. 2016. 22:55



ქუთაისში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 2030-ის ცნობით ნარჩემაშვილმა შემოთავაზება თავად პარტიისგან და  პრემიერისგან მიიღო.


,,2016 წლიდან საქართველოს განვითარების ისტორიაში დგება ახალი ეპოქა, სოციალური სახელმწიფოს განვითარების, კთილდღეობის სახელმწიფოში გადასასვლელად. აქედან გამომდინარე საინტერესო იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში გარკვეული მონაწილეობის მიღება. შემოთავაზება მივიღე პარტია ,,ქართული ოცნებიდან", პრემიერიდან", -  განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, მისი არჩევის შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ქუთაისში სოციალური საკითხების მოგვარება იქნება.


"მთავარი პრობლემა,მაინც ქუთაისისთვის არის სოცილაური საკითხი. გასულ ოთხ წელში ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ვფიქრობ, რომ კერ კდიევ არის დასაქმების საკითხი მოსაგვარებელი. არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც და ეს პრობლემები იმ პროექტებით, რომელსაც წარმოადგენს "ქართული ოცნება", დაძლევადი იქნება", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.


პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner