logo_geo
eng_logo
Guardian: თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა აღიარა, რომ სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა!
- +

18 ივლისი. 2016. 23:08




თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა აღიარა, რომ გასულ კვირას სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუზე" დაყრდნობით ავრცელებს.



გენერალმა აკინ ოზთურქმა გამომძიებლებს უთხრა, რომ იგი მოქმედებდა სამხედრო გადატრიალების ინსცენირების განზრახვით". თუმცა კერძო ტელევიზიებით გასული ინფორმაციის თანახმად, გენერალი უარყოფს მის შეთქმულებაში ჩართულობას. NTV მისი ნათქვამის ციტირებას ახდენს: "მე არ ვარ იმათთაგანი, ვინც დაგეგმა ან დაკავშირებული იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან... მე არ ვიცი ეს ვინ ქნა".



გენერლის ფოტოებზე, რომელიც „ანადოლუმ" გამოაქვეყნა, ჩანს რომ მას რამდენიმე დაზიანება აქვს თავის არეში და წელს ზემოთ.



ადრე გენერალმა უარყო ნებისმიერი ჩართულობა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში და დაჟინებით ამბობდა, რომ იგი მის შეჩერებაზე მუშაობდა. „ანადოლუ" ადრე აცხადებდა, რომ იგი იმ 70 გენერალსა და ადმირალს შორის იყო, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ.



თურქეთში სასამართლო, სამხედრო და პოლიციის სტრუქტურებში მასობრივი წმენდა გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, პოლიციის 8 000-სზე მეტი ოფიცერი გათავისუფლდა სამსახურიდან მათი გადატრიალებაში ჩართულობის ბრალდებით, დაპატიმრებულია 6 0000 სამხედრო პირი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner