საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმის და ცხვინვალის სახელები მიენიჭა.
რატი ბრეგაძის პირადი ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ.
სიახლის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ამიერიდან ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა", - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.