„ერთი ჩემთვის დაერეკა რეალტიველ, ზონდერა მაკა ჩიხლაძეს ქუდით ქვას ვასროლინებდი. ნავთობის და გაზის კორპორაციის საშვთა ბიუროში მისულა და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს არკვევდა სად მუშაობდნენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.
„ასჯერ დავწერე და კიდევ გავიმეორებ: ირაკლი ღარიბაშვილის დის ქმარი, რომელიც პროფესიონალი და უნიჭიერესი კაცია ნავთობის ხაზით, ერაყში მუშაობდა ამერიკელბთან როცა ირაკლი პირველად იყო პრემიერი.
საქართველოში უნდოდა ჩამოსვლა და ირაკლიმ სანამ მე პრემიერი ვარ ვერ იმუშავებო, ხოდა 2015 წელს ჩამოვიდა და ნავთობის და გაზის კორპორაციაში ექსპერტად მას მერე დაიწყო მუშაობა, რაც ირაკლი აღარ იყო თანამდებობაზე.
ახლა რა ქნას, სამსახური დატოვოს, იმიტომ რომ „ტვ პირველს“ ასე უნდა? ძაან უტიფრები ხართ. ირაკლის დაც, თეა პროფესიონალია და მუშაობს და არა მინინისტრის მოადგილედ გახჩოს კლანივით. ირაკლის ცოლისდაც ნათია თამაზაშვილიც პროფესიონალი იურისტია, მთელი ცხოვრება სწავლას მიაკლა თავი და რატო მუშაობს შსს-შიო, არ ხართ თქვენ კარგად არა.
სხვების უსაქმურ ნათესავებს რომ მიხედოთ არ გინდათ? ქვა ქვაზე რომ არ დაუდიათ და წამოპლაკულები არიან!“, - წერს ჯღარკავა.