logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: უსაქციელო ადამიანი თეთრია, შავია თუ ყვითელია, - ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია
- +

19 ივნისი. 2021. 01:25

 

 

„უსაქციელო ადამიანი თეთრია, შავია თუ ყვითელია, - ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია“, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

„მხოლოდ მე მეგოიმება ეს Black Lives Matter-ის აქცია?!

ვიღაცას ფერადკანიანი მონა ჰყავდა. ის მონა აფრიკაში წავიდა და სხვები დაიმონა. მერე ეს დამონებულები სხვაგან წაიყვანა და მონებად გაყიდა.

მე, შენ, ის რა შუაში ვართ?! ვიყიდეთ?! გავყიდეთ?!

აი, ამიხსენით, რა აქციაა Black Lives Matter?!

ხალხმა რატომ აიტაცა ეს დებილობა და რატომ იჩოქებს?!

ადამიანი არის საქციელი!

და საერთოდ არ არის საინტერესო, უსაქციელო ადამიანი თეთრია, შავია თუ ყვითელია, - ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია“, - აღნიშნავს მძინარაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner