საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, 18 ივლისს, განცხადებით მიმართა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის ნაწილმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.
სამინისტროს ხელმძღვანელობა არაერთხელ შეხვდა საოპერო ხელოვნების მოღვაწეებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად შეისწავლის განცხადებაში მოყვანილ საკითხებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამცნობს ფართო საზოგადოებას.