ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„"ნაციონალური მოძრაობის" არაადეკვატურობა გრძელდება - ამერიკაში წასვლამდე ხელს არ აწერდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს, იქ შეხვედრების შემდეგ კი, მზად არიან ხელმოსაწერად.
სააკაშვილის მარიონეტ ტელევიზიებში მმართველი გუნდის ლივე-ინტერვიუები აუცილებელია იმისათვის, რომ ოპონენტებმა ცოტა ხნით მაინც მოისმინონ რეალური ფაქტები და განსხვავებული მოსაზრებები.
ირაკლი კობახიძის "ტვ პირველში" სტუმრობამ ნათლად გვიჩვენა, რომ თუ ამ და სხვა ნაცარხზე ეპატაჟური თოქ-შოუ არ არის "ნაცექსპერტებისა" და პოლიტიკანების მონაწილეობით, წამყვანს უჭირს სერიოზულ კითხვა-პასუხში ჩართულობა“, -წერს ანალიტიკოსი.