logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შპს ,,ბენჟის“ საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო
- +

19 ივნისი. 2021. 10:36

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან ერთად შპს ,,ბენჟის“ საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო.

 

შპს ,,ბენჟი“ ქართული ხილის ალკოჰოლურ სასმელებს 2016 წლიდან აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული თანამედროვე სტანდარტების ხილის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ხილის ჯემებისა და წვენების წარმოების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულების გასავითარებლად შეიქმნა ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება. შპს „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს. ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

 

საწარმოში 57 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, ასევე, გადის ექსპორტზე ჩეხეთში; უახლოეს მომავალში კი, ექსპორტი ისრაელშიც განხორციელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner