logo_geo
eng_logo
„კონდიციონერების ჩაურთველობა შედეგია, და არა მიზეზი!“- შალვა ოგბაიძე სამარშრუტო ტაქსების შესახებ
- +

18 ივლისი. 2016. 23:38



საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერების უფუნქციოდ დატოვების შესახებ წერს და განმარტავს:



„დღეს ბევრმა დამირეკა სამარშრუტო  ტაქსებში კონდიციონერების ჩაურთველობის საკითხზე.

 

მოდი ამ კუთხით შევხედოთ ამ პრობლემას:

რა უნდა  კონდიციონერის  ჩართვას? ერთი ხელის გაწვდენა და ღილაკზე ხელის დაჭერა.

ეს არის პრობლემა?

ალბათ ხვდებით რომ-არა.

კონდიციონერების ჩაურთველობა შედეგია, და არა მიზეზი.

რის შედეგი?

მოგახსენებთ.

 

ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების პერიოდში აშკარა კორუფციის ნიშნების შემცველი ესკლუზივის გადაცემისა .. „ყვითელი მიკროავტობუსების" მფლობელებთან.

 

შედეგად მივიღეთ მძღოლებთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც მძღოლებს სოლიდური ყოველდღიური „დღის შენატანი" დაუწესდათ.

 

ამიტომ, მძღოლი ფეხზე აყენებს მგზავრებს, არ რთავს კონდიციონერს საწვავის (თანხის) ეკონომიის მიზნით და შედეგიც სახეზეა. ამას დაემატა ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილიდან ,,ფორდის'' დიზელის ძრავების ამოღება და მასში მეორადი „მერსედესის''(!) ბენზინზე მომუშავე(!) ძრავების ჩაყენება და შემდეგ მათი გაზზე(გადაყვანა) ყოველგვარი უსაფრთხოების პროცედურების გარეშე.

 

უკმაყოფილოა მძღოლი, უკმაყოფილოა მგზავრი.

 

მაშ ვინ არის კმაყოფილი?

მხოლოდ და მხოლოდ მფლობელი კომპანია."- წერს ოგბაიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner