logo_geo
eng_logo
შიდა ქართლის რწმუნებულმა ყაზახეთის ელჩს უმასპინძლა
- +

19 ივნისი. 2021. 13:42

 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუხამეჯანოვ ბაურჟანს შეხვდა.

 

სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.

 

 რწმუნებულმა ელჩს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. შეხვედრის მიზანს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ყაზახეთის ელჩი ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner