ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალური ქსელით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ჩაცმულობას პაპთან შეხვედრისას, რომელიც განხილვის საგნად იქცა.
„რატომ იბანძებენ ასე თავს მავანნი საქართველოს პრეზიდენტის ვითომ დაცინვით და სინამდვილეში, სრული უვიცობის გამოვლენით? თურმე სალომე ზურაბიშვილი საპანაშვიდედ იყო გამოწყობილი რომის პაპთან შეხვედრისას.
განმარტება უწიგნური, პრეტენზიული გოიმებისათვის:
პაპთან აუდიენციას აქვს საკუთარი საპროტოკოლო წესები. ქალბატონებისთვის სავალდებულოა შავი ან მუქი ლურჯი გრძელმკლავებიანი კაბა და თავსაბურავი. იშვიათი გამონაკლისი მხოლოდ კათოლიკური სახელმწიფოების დედოფლები და რამდენიმე ჰერცოგინიაა.
მეოთხე ფოტოზეა ბელგიის დედოფალი მატილდა“ - წერს გია აბაშიძე.