ჟურნალისტი ირაკლი კორძაია „ქართული ოცნების" იმერეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებს აფასებს:
„ძალიან მოკლედ ოცნების „იმერელ" მაჟორიტარებზე: როგორც მოსალოდნელი იყო, კობა ნარჩემაშვილის ფიგურამ ბევრიგან კრიტიკა დაიმსახურა. არ ვკამათობ - შევარდნაძის მთავრობა არ ვარგოდა, ეს ცალსახაა. არც ნარჩემაშვილი იყო იდეალური მინისტრი. თუმცა, ასი თავით ჰუმანური ვიდრე ორი გვამის მაძებარი ივანე.
გაცილებით საგანგაშოა ის კანდიდატი, რომელიც წინა რეჟიმთან მებრძოლი, "კა პე ზე"-ში მოხვედრი თანამოაზრეების "დაჩკის" ფულს იპარავდა.
P.S. აი, თერჯოლა-ტყიბულის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე კი, მართლაც კაცური კაცია - კარგი ექიმი, კარგი მენეჯერი და ბევრი სიკეთის მაკეთებელი."- წერს კორძაია სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
ქუთაისის 47 ოლქში კენჭს იყრის ქალაქის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.
ქუთაისის 48 ოლქში კენჭს იყრის ექიმი დიმიტრი მხეიძე.
ქუთაისი 49 ოლქში კენჭს იყრის შს ყოფილი მინსიტრი კობა ნარჩემაშვილი.
წყალტუბოში კენჭს იყრის იურისტი ცოტნე ზურაბიანი.
ზესტაფონში კენჭს იყრის დეპუტატი შალვა კიკნაველიძე.
ტყიბულში „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს მედიცინის დოქტორი ელგუჯა გოცირიძე.
საჩხერეში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე.
ვანი-ხონის ოლქში „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს თბილისის მერის ამჟამინდელი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი.
ჭიათურაში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე იქნება.
ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნების" სახელით კენჭს იყრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.
სამტრედიაში კენჭს იყრის ბიზნესმენი გია მიქელაძე.