logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: თუ უნდა მომკლას, მაინც დავასახელე!
- +

19 ივლისი. 2016. 00:46



ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ქართული ოცნების" ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატის,  ელგუჯა გოცირიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


„აკრძალული მქონდა და არასოდეს მითქვამს. გადაცემებში ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანზე გაკეთებული რეპორტაჟების გამო, ხშირად გამომიცხადებია, რომ ერთი კაცი მირეკავდა და კოორდინატებს მთხოვდა­ ხოლმე, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მერე ეხმარებოდა სრულიად უანგაროდ...

 

ეს კაცი სულ მოითხოვდა­ხოლმე ჩემგან, არ გამომეცხადებინა მისი ვინაობა... ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ ჩვენი რეპორტაჟის გმირს დაეხმარა ეს კარგი და არაჩვეულებრივი კაცი. დღეს გავიგე, რომ ეს ადამიანი „ქართული ოცნების" მაჟორიტარი იქნება ტყიბულ­ თერჯოლაში.

 

ელგუჯა გოცირიძეა ეს მაგარი კაცი და თავისი სიკეთის და ქველმოქმედების გამო მიყვარს არანორმალურად. არავისთვის მითქვამს დღემდე, არც მათთვის, ვისაც დახმარებია. მინდა გულით და სულით ვუსურვო წარმატება მას ამ გადაწყვეტილებაში და მომავალ გზაზე...

 

ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან და თუ უნდა მომკლას, მაინც დავასახელე. უნდა მეთქვა.

 

p.s წყალტუბოში რომ ვცხოვრობდე ან თერჯოლაში, სახალხოდ მივცემდი ხმას და ღიად, მისი გაკეთებული სიკეთეების გამო", - წერს გრიგოლია.



ტყიბულში „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს მედიცინის დოქტორი ელგუჯა გოცირიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner