logo_geo
eng_logo
ახალი დეტალები ცოლ-ქმარზე, რომლებიც 6 წლის ბავშვს აწამებდნენ
- +

20 ივნისი. 2021. 01:57

 

ცოლ-ქმარზე, რომლებიც 6 წლის ბავშვის წამების ბრალდებით სამართალდამცველებმა დააკავეს, “პრაიმტაიმისთვის” რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი.

 

წყარო ერთ-ერთი უწყებიდან, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაზე მუშაობს, გვიყვება, რომ ბავშვია მამინაცვალი ნარკოტიკზე, ხოლო დედა ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, ისინი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

 

 

“ბავშვების მამინაცვალი ნარკომანია დედა ალკოჰოლს იღებს. წყვილს შორისაც ხშირად იყო კონფლიქტი, ბავშვებზე ძალადობდნენ, განსაკუთრებულად მაშინ, როცა მამას ნარკოტიკი არ ჰქონდა და დედას – სასმელი. მათ ფსიქიკა აშკარად დაზიანებული აქვთ, ადეკვატურები არ არიან.

ბავშვები საცოდავ დღეში იყვნენ, ძალიან კარგია, რომ ისინი მშობლებთან არ გაიზრდებიან და ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში იქნებიან.” – ამბობს წყარო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner