საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვატიკანში ვიზიტის ტემაზე ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გოიმებს, უწიგნურებს და უვიცებს რომ უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც ვატიკანის ეტიკეტი არ იცის, თქვენ, რა, ყველაფერი იცით?! ან იქნებ ამ ეტიკეტის ცოდნა მოეთხოვება ყველას?!
სამი წელი გრძელდება თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. გარკვეული ჯგუფი ნებისმიერ საბაბს იყენებს მისი დისკრედიტაციისთვის და ამ თავდასხმებმა უკვე ამაზრზენი ფორმა მიიღო.
ჰოდა, ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ თავდასხმების წინასწარ განეიტრალებას.
მაგალითად, ვიზიტამდე ისე, ზოგადად, ვითომ სასხვათაშორისოდ უნდა გავრცელებულიყო ის ფოტოები, რომლებითაც ახლა „ფეისბუქი“ გადაივსო და საქართველოს დელეგაციის ვატიკანში ვიზიტს ასეთი რეაქციაც არ და ვერ მოჰყვებოდა.
ბოლოს და ბოლოს, ამ ეტიკეტის შესახებ, თუნდაც მხოლოდ „ფეისბუქით“ გასავრცელებლად, მცირე სიუჟეტის მომზადებაც შეიძლებოდა, - ვინ როდის და რა სტატუსით სტუმრობდა ვატიკანს!
ასეა საჭირო, როცა იცი, რომ თვალიდან ბეწვს ამოგაცლიან დირეთი დაელმებულები!
P.S. პრინციპში, ერთი კარგი საქმე მაინც გაკეთდა: ვატიკანის ეტიკეტი ყველამ ზეპირად ისწავლა. ახლა შავ კაბებსაც შეიკერავენ და პაპის მოსაწვევს დაელოდებიან!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.