“ბოლნისში ქუჩაში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში გაგრძელდა. სისხლიანი გარჩევისას კონფლიქტში, სავარაუდოდ, 50-მდე პირი მონაწილეობდა, სადაც რამდენჯერმე გაისროლეს,, - ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
დაჭრილი 38 წლის კაცი მიტოვებული სახლიდან გამოვიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა.
მოკლულის ნათესავები ამბობენ, რომ 38 წლის მამაკაცს აქამდე შელაპარაკება და კამათი არავისთან ჰქონია. ამბობენ, რომ კონფლიქტის მონაწილე პირებს არ იცნობენ და ისინი ადგილობრივები არ არიან.