საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საქართველოში თურქეთის ელჩის განმარტებით თურქეთის გენერალური კონსულის ინტრევიუ აჭარის ტელევიზიასთან არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.
"საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით.
ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველა დასმულ კითხვაზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობა არის ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე, და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შესაბამის ფორმატებში",- წერია განცხადებაში.