„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"ახლა ვცდილობ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დავარღვიო, თორემ ძალიან კარგად ვიცი ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვის უკანაც დგანან გიულენი და მისი საეჭვო დაჯგუფება.
დღე და ღამე რომ არ შორდებიან ეკრანებს და რელიგიური დაპირისპირების ინსპირირებას ახდენენ. მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობებს ამწვავებენ. ასეთებითაა სავსე სახალხო დამცველის აპარატი, უჩა ნანუაშვილის პირდაპირ ხელს ვადებ, რომ შეიძლება ისიც გარკვეულწილად იყოს დაკავშირებული ამ საეჭვო პირებთან."