შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ვიქტორია სექიურიტის“ თანამშრომელმა თ.კ.-მ მიმდინარე წლის 17 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ ზ.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.