logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლებზე: თეატრების საქმიანობაში არ ვერევი
- +

21 ივნისი. 2021. 13:08

 

„არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა“, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა კითხვას რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლების შესახებ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ თეატრების ხელმძღვანელობა თავად წყვეტს რომელ ქვეყანაში გაემგზავრება გასტროლებზე და სამინისტრო ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ ერევა.

 

„როდესაც მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ „ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვით, რომ ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში. ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით, ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner