დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე მდებარე ნაზარლების ტერიტორიაზე, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავალი დაიწვა.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი თავდაპირველად ნამკალ ადგილას გაჩნდა და შემდეგ დანარჩენ ფართობზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იგო კახეთის რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რვა ეკიპაჟი. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შირაქში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია