ავტორი სოფო ხუგოიანი
„ნაციონალური მოძრაობა" გაზპრომის წინააღმდეგ აქციას მართავს. ამასთან დაკავშირებით „რეპორტიორს"კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე ესაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თავის დროზე ყველაფერი გააკეთა, რომ ენერგეტიკული სადავეები რუსული კომპანიების ხელში ჩაეგდო, ამ თემაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს.
„ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს იმისთვის, რომ პოლიტიკური სივრცე შეინარჩუნოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ აზერბაიჯანი მოგვაწვდის იმ რაოდენობის გაზს, რაც საქართველოს სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, მაინც შეინარჩუნოს ეს თემა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. რასაკვირველია, პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თავის დროზე ყველაფერი გააკეთა, რომ ენერგეტიკული სადავეები გარკვეულწილად რუსული კომპანიების ხელში ჩაეგდო, ამ თემაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.