logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მზად ვართ, გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ყველა სიკეთე, რაც გაგვაჩნია!
- +

19 ივლისი. 2016. 01:59


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება" ქმედითი, უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა.



ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც სიტყვის თავისუფლება, დაცული საკუთრება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მთავარი პრინციპები გახლავთ. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებული და ძვირფასია, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც საქართველოს გამთლიანება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება და ჩვენ მზად ვართ, გავუნაწილოთ ჩვენს ძმებს ყველა სიკეთე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. "ქართული ოცნება"ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა ააშენოს. 2012 წელს თქვენ "ქართული ოცნების" გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ახლაც ბრძოლაში ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბრძოლა ახლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება. მჯერა, ამ არჩევნებში, 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ამით ჩვენი საქართევლო, ჩვენ სამშობლო გაიმარჯვებს".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner