რუსთაველის თეატრის რუსეთში დაგეგმილ გასტროლებზე ატეხილ აჟიოტაჟს თეატრის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„თ ქ ვ ე ნ!!!
2012 წელს,
მას შემდეგ, რაც თქვენმა ვითომ ქართველმა…
26 მაისს ქართველები დაარბია და…
ვიღა გაიგებს, რამდენი ქართველის სისხლი დალია,
დაბოღმილმა „ბელადმა“ რუსთაველის თეატრს მომაშორა!
ვინ მოთვლის, რამდენი ქვეყნის თეატრმა გამომიწოდა ხელი!
მე „Et Setera“ ვარჩიე!
და მას შემდეგ გავხდი
სტანისლავსკის, მეიერხოლდის, ტაიროვის, ტოვსტონოგოვის, დოსტოევსკის, ახმეტელის
(ადრეც და სამუდამოდ, წამებულო, ბატონო სანდრო) მიმდევარი!
ვარ და ვიქნები მუდამ!
თქვენ კი…
თქვენი ტელევიზია,
თქვენი გამრუდებული სინდისი,
თქვენი პროვინციული ფაშიზმი
თქვენ დაგრჩებათ -
რა იცით, უღმერთოებო, საქართველოს და ქართველების ფასი?!
მე კი ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები!
მაშინაც, როცა თავისუფლების მოედანზე ჩემ ჩამოხრჩობას დააპირებთ!
აპა!
P.S.
დარწმუნებული ვარ, არავის შეუმჩნევია, რომ ქობულაძის პორტრეტზე რუსთაველი „ვეფხისტყაოსანს“ ვეფხვის აღრენილ თავზე ქმნის! (ვეფხვია თუ?..)
ნუთუ ამ ვეფხვმა გააძევა პოეტი იერუსალიმს?
არა!
ქართველებმა?
არავინ იცის!..
და მერე რა?
არაფერი!
შოთამ აჯობა!“ - წერს რობერტ სტურუა.