მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამომრჩეველს მიმართავს და განვლილ 4 წელიწადს იხსენებს.
„მე არსად მივდივარ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მიგულეთ თქვენთან ჩემო, გულიანო საჩხერლებო!!!"- კობახიძის გზავნილი ხალხს:
„ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად: ჯერ ერთმანეთი გავიცანით, სრულიად უცხო ადამიანი თქვენად მიმიღეთ და სიხარულიც და ტკივილიც გავიზიარეთ! ერთად შიში დავამარცხეთ, არაერთი დაბრკოლება გადავლახეთ, მერე ერთად გავიმარჯვეთ და ეს სიხარული მთელ ქვეყანას "გადავდეთ"!
ოთხი წელი გასულა უკვე და თითქოს, ყველაფერი გუშინ იყო. შეიძლება, ბევრი რამ უნდა მომესწრო, მაგრამ თქვენც იცით და მეც, რომ ვერასოდეს, ვერავინ ამ პატარა, ულამაზესი და უნიკალური კუთხისთვის გააკეთებს იმის მეათასედს, რაც იმ ერთმა, ყველაზე გულიანმა კაცმა შეძლო თქვენთვის და მთელი ქვეყნისთვის ! ამიტომ, არც არასოდეს მიბრძოლია რაიმე, განსაკუთრებული მიღწევებისთვის.ვიბრძოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემამდე მოსულ თქვენ პრობლემას თუ სატკივარს ერთად გავმკლავებოდით. რამდენად მოვახერხე, არ ვიცი, ამას თქვენ შეაფასებთ, თუმცა, მინდა გჯეროდეთ, რომ არაერთ მოვალეობათაგან, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით სწორედ, თქვენთან ურთიერთობას ვეკიდებოდი! აწი, ამას სხვები გააგრძელებენ, მინდა გულით მივულოცო და მხოლოდ წარმატება ვუსურვო ჩემს კოლეგას, პაატა კვიჟინაძეს ამ მეტად რთულ და საპატიო გზაზე, რასაც საჩხერის დეპუტატობა ქვია!
მე კი, არსად მივდივარ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მიგულეთ თქვენთან ჩემო, გულიანო საჩხერლებო!!!"