logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რობერტ სტურუა ქართული კულტურის სახეა!
- +

21 ივნისი. 2021. 17:36

 

რობერტ სტურუა კლასიკოსია, სიცოცხლეშივე აღიარებული.

 

რობიკო ქართული კულტურის სახეა.

 

იგი უკვე ისტორიის ნაწილია.

 

თავისი შემოქმედებით მან დიდი ხანია მოიპოვა უფლება, სურვილისამებრ წავიდეს მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქსა თუ თეატრში, გამოთქვას აზრი და შეაფასოს ნებისმიერი მოვლენა, იქნება ეს კულტურული თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების...

 

რაც შეეხება „ძლიერთ ამა ქვეყნისა“, მათგან ზოგიერთი ბრიყვი მართლა შევა ისტორიაში არა თავისი კეთილი საქმეებით, არამედ სტურუას (და სხვა, მისი მსგავსი ბუმბერაზების) მეშვეობით, როგორც მათი ნიჭიერების „ჯალათები“, „შაშურკინები“...

 

თუ ეს არის მათი მიზანი, გაუმართლათ, რამეთუ ეს მიზანი უკვე მიღწეული აქვთ.

 

რობიკო, შენ და რუსთაველის ეროვნულ და საამაყო თეატრს კი მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ. კეთილი შურით მშურს მოსკოველი თეატრალების, რომლებიც  დატკბებიან ქართული თეატრის და სტურუას „მასტერ-კლასით“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner