საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„თქვენ იცით, რომ ყურადღებით ვადევნებ თვალს პროცესებს და დაბეჯითებით შემიძლია თქმა:
„ქართული ოცნება" არა მხოლოდ წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადალახავს 43%-იან ბარიერს, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს!
განა იმას ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდი!
უბრალოდ, მოვლენათა განვითარების ლოგიკა მიგვიყვანს ამ შედეგებამდე!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.