logo_geo
eng_logo
ალექსანდრე თამაზაშვილი: დღეს 41 სიცხე ჰქონიათ მავანთ...
- +

19 ივლისი. 2016. 02:17



 „დღეს 41 სიცხე ჰქონიათ მავანთ..."- ასე აფასებს ალექსანდრე თამაზაშვილი ქუთაისში იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას, რასაც საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა დაესწრო.



საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.


ქუთაისის 47 ოლქში კენჭს იყრის ქალაქის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.


ქუთაისის 48 ოლქში კენჭს იყრის ექიმი დიმიტრი მხეიძე.


ქუთაისი 49 ოლქში კენჭს იყრის შს ყოფილი მინსიტრი კობა ნარჩემაშვილი.


წყალტუბოში კენჭს იყრის იურისტი ცოტნე ზურაბიანი.


ზესტაფონში კენჭს იყრის დეპუტატი შალვა კიკნაველიძე.


ტყიბულში „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს მედიცინის დოქტორი ელგუჯა გოცირიძე.


საჩხერეში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე.


ვანი-ხონის ოლქში „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს თბილისის მერის ამჟამინდელი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი.


ჭიათურაში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე იქნება.


ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნების" სახელით კენჭს იყრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.


სამტრედიაში კენჭს იყრის ბიზნესმენი გია მიქელაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner