„მანიები“ ხომ არსებობს, მაგრამ ესენი „მეგალომანიაკები“ არიან“, - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მანიები“ ხომ არსებობს, მაგრამ ესენი „მეგალომანიაკები“ არიან. არანაირი ფაქტი, მოწმე, დოკუმენტაცია უბრალოდ სადღაც ვიღაცამ თქვა და საზოგადოებას რეალობად ასაღებენ... ისე როგორი უტიფრობაა, როცა ჟორიკა რურუას მხარდამჭერი და „კაგებეშნიკ“ თემურა ალასანიას რევოლუციური გეგმის პროპაგანდისტი მთავარი არხი 90-იან წლებზე ლაპარაკობს... მიდით, მიაწექით! რაც უფრო მეტ სისულელეს ილაპარაკებთ, მით უფრო ნაკლები მხარდაჭერა ექნება თქვენს პარტიას. ამას „ფსკერი გახვრიტაო“ აღარ ჰქვია, რაღაც ახალია, უარესი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.