ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს:
„ზურა ჯაფარიძე, ცოტა ნაკლები უნდა მოწიო, რომ ის არ იკადრო რაც იკადრე პირდაპირ ეთერში. ბოლო-ბოლო უკვე დეპუტატი ხარ, მერე ბოდიშები არავის სჭირდება. თენგიზ ცერცვაძეს რომ ტონს აუწევ და სისულელეებს დააბრალებ, მართლა "პერედოზი" გაქვს!“, - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
"გირჩის" ლიდერმა "დღის კურიერში" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაწესებული შეზღუდვების გამო მწვავედ გააკრიტიკა, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.
"წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს ვამზადებდი, ეგ არ დამმართნოდა.
და ეს არ არის ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა.
ნერვები აღარ მივარგა i guess.
ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან" - დაწერა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში.