„რუსთაველის თეატრი მოსკოვს რომ მიემგზავრება არ მომწონს და მიჩნდება პროტესტი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის (ნუ, ყოფილის) ცოლი რომ ნოვოსიბირსკში ცეკვავს და ბალერინა-ბალერონებს აცეკვებს, ეგ როგორ არის?“, - წერს ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.
„ოპოზიცია, როცა აპროტესტებს რაღაცას, თავის თავშიც ჩაიხედონ ხოლმე. ყველაზე ძაან რაც მძულს, ეს არის ორმაგი სტანდარტები და ხელოვნურობა...
ნოვოსიბირსკის ამბავზე ერთ ოპოზიციონერსაც არ გაუპროტესტებია ანანიაშვილის გადაწყვეტილება და თქვეს, რომ ხელოვნება თავისუფალიაო...“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 27 ივნისს მიემგზავრება.