logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: კარგია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო არ ერევა თეატრების საქმიანობაში
- +

22 ივნისი. 2021. 01:59

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აქვეყნებს 2008 წლის, 27 ნოებრით დათარიღებულ წერილს, რომელშიც, მაშინდელი კულტურის მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრს ალექსანდრ ავდეევს ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობს.

 

„ჩემი მოსაზრება ოკუპანტ რუსეთში რუსთაველის თეატრის გასტროლებზე უკვე დავწერე - კარგია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო არ ერევა თეატრების საქმიანობაში და თავად მაყურებელმა გადაწყვიტოს დაესწრება თუ არა ამის შემდეგ ამ დასის სპექტაკლებს.

 

თუმცა, ჩვეული არაადეკვატურობით აჟღურტულებულ ნაცსექტის მოკლე და შერჩევითი მეხსიერების მქონეთ შევახსენებ გრეგორი ვაშაძის საინტერესო წერილს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის კულტურის მინისტრმა 2008 წლის 27 ნოემბერს (!) გაუგზავნა მის მაშინდელ რუს კოლეგას, ავდეევს.

 

ოფიციალურ წერილში გრეგორი ვაშაძე რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრს მადლობას უხდის თბილი სიტყვებისთვის და ორ ქვეყანას შორის შორის კულტურული ხიდის აღდგენისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ მისი და ავდეევის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება ამ ორი ქვეყნის ტრადიციული კულტურული კავშირების გამყარება და განვითარებაა, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს.

წერილში ვაშაძე ადვეევს 2009 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ზოგიერთი ქართული კოლექტივის, მათ შორის "ერისიონის" ან "რუსთავის" ანსამბლების გასტროლების ჩატარებას სთავაზობს.

საუბარია ასევე კლასიკური და ჯაზის მუსიკის კონცერტების ჩატარებაზე და ქართველი მხატვრების გამოფენების მოწყობაზე.

წერილში ვაშაძე აღნიშნავს, რომ საგასტროლო ხარჯებს მთლიანად ქართული მხარე დაფარავს.

 

სულ რამდენიმე თვის წინათ, "ნაცების" ნომინალური თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, მეუღლესთან ერთად ნოვოსიბირკში გადასვლას რომ გეგმავდა ვაშაძე, ისიც ხომ არ გავიხსენოთ მრავალსტანდარტიანებო?, - წერს აბაშიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner