logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც
- +

19 ივლისი. 2016. 10:28


ქუთაისში, იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განვლილი 4 წელი შეაფასა და „ქართული ოცნების" გეგმებზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას" არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოჩვენებითი ეფექტის შესაქმნელად და ვინმესთვის თვალის ასახვევად.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება და ახლა მას სწრაფი განვითარება სჭირდება, რაც „ქართულ ოცნების" მიზანია.


„ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება. მარტო C ჰეპატიტის პროგრამამ რამდენი სიცოცხლე იხსნა და რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის იმედი. ჩვენ უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს, ფეხზე წამოდგომის საშუალება მივეცით ფერმერებს, მეწარმეებს. ჩვენ ყველა ადამიანს დავუდექით გვერდში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ გაჭირვებულ ყოფას შეუმსუბუქებს. ჩვენ რეალურად გავათავისუფლეთ ბიზნესი, ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია. დღეს საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია. ჩვენს ამ წარმატებას აღიარებს ყველა - საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ქვეყნები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამაზე ვერ შევჩერდებით. ჩვენთვის მთავარია, რომ თქვენ იგრძნოთ უკეთესობა. თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა. ამ ოთხ წელიწადში ფუნდამენტი ჩავყარეთ და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს ხალხს სიახლე, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გულისხმობს", - განაცხადა  კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner