logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დესტრუქციული ოპოზიციის სეგმენტს ძალიან უჭირს შინაარსობრივი, არგუმენტირებული, მშვიდი მსჯელობა
- +

22 ივნისი. 2021. 02:50

 

„ტელედებატებისას, რადიკალური ოპოზიციის პარტიული მუშაკებისა და მათი ზოგიერთი მხარდამჭერის "სექტანტური ქცევის კოდექსი" ძირითადად ითვალისწინებს ტელეპარაზიტობას - განსახილველი თემის ირგვლივ მეტწილად უვიცობის გამოვლენა, ოპონენტთან ჭარბი უტაქტობა, შეურაცხყოფის ფრქვევა, ბოლო ხმაზე ყვირილით აბდაუბდა "არგუმენტებით" ჟონგლიორობა და ამით უფრო საკუთარი თავის მოტყუება, წარსულიდან ვითომ შავი ლაქების "გახსენება" და ა.შ.“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

„კარგად მესმის, რომ ჩვენს საამაყო კორიფეს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს ძალიან მობეზრდა უსაგნო, დაუმსახურებელი კრიტიკა და სურდა საკუთარი რკინის არგუმენტებით ბოროტი ტყუილების დეზავუირება. შეგნებული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ეს კიდევ ერთხელ გაიგო. კარგია, რომ ტელეწამყვანმა თეონა ცხომელიძემ სცადა დისკუსიის ბალანსის კარგად დაცვა.

 

მართალია გადაცემის შემდეგ ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძემ საკუთარი უსაქციელობის გამო სოცქსელიდან ბოდიში მოიხადა, მაგრამ არასახარბიელო მოცემულობა ფაქტად რჩება  - დესტრუქციული ოპოზიციის სეგმენტს ძალიან უჭირს შინაარსობრივი, არგუმენტირებული, მშვიდი მსჯელობა. ამ ყველაფერს ხელს უწყობენ ნაცარხებზე ("რუსთავი-2"-ს არ ვგულისხმობ, მეტნაკლებად უჭირავს შუალედი) მომუშავე უწიგნური, მაგრამ მაინც პრეტენზიული ტელეწამყვანების არაჯანსაღი ამბიციები და მათი 'ტაბლოიდურად მოაზროვნე' პროდიუსერები.

გამოსავალი? მეტი განათლება და გადამზადება, მედიის საერთაშორისო სტანდარტების თავში "იძულებითი ჩაბეჭდვა" ანდა უკვე არსებული პროფესიონალებისათვის მეტი გასაქანის მიცემა“, - წერს აბაშიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner