logo_geo
eng_logo
თელავის ტექნოპარკმა ინოვაციურ ბანაკს ,,მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა
- +

22 ივნისი. 2021. 10:20

 

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნოპარკმა ერთკვირიან ინოვაციურ ბანაკს „მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქ.თელავის მუნიციპალიტეტში შემავალი თოთხმეტი საჯარო სკოლის 12-13 წლის მოსწავლეებმა.

 

7 დღის განმავლობაში, თელავის ტექნოპარკის გარე სივრცეში, დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა სახის აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, გაიმართა Lego Robotics - ისა და LittleBits - ის ვორქშოფები, სემინარი - ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“; კინო ჩვენებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მეოთხე ინდრუსტრიული რევოლუციის შესახებ.

 

მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს თბილისის ტექნოპარკის ელექტრონიკის ინჟინერმა და ტრენერმა მამუკა აფაქიძემ და სტარტაპების ,,Vrex Immersive Inc“ - ისა და ,,ATOM Kids“ – ის წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში თითო სკოლიდან შეირჩა ორი მოსწავლე (სულ 28 მოსწავლე), შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა იყო.

 

ინოვაციური ბანაკის „მომავლის ინოვატორების“ მიზანია, ახალგაზრდებში ციფრული უნარებისა და კომუნიკაციების ხელშეწყობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner