logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: რადგან ივანიშვილი პოლიტიკას უბრუნდება, მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს!
- +

16 თებერვალი. 2016. 17:52



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური ახალ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის როლზე „რეპორტიორთან" საუბრობს. მისი თქმით, მიესალმება, თუ ივანიშვილი სიის პირველი ნომერი იქნება.



„მივესალმები, თუ ბიძინა ივანიშვილი, როგორც „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, სიის პირველი ნომერი იქნება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ის ამას არ აპირებს. ვფიქრობ, ივანიშვილმა საარჩევნო სიის შედგენაში დიდი როლი უნდა შეასრულოს. რადგან ის პოლიტიკას უბრუნდება, მის სიტყვას ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება იმ კუთხით, რომ მის ხელთ არსებული რესურსით მხარს დაუჭერს იმ პარტიას, რომელიც მან შექმნა. ამის შესახებ მან ოფიციალურად განაცხადა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თვითონ უშუალოდ არ იქნება არც პარტიულ სიაში და არც მთავრობაში. საერთოდ, პარტიის რეიტინგი და შედეგი ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. ახალი საარჩევნო სია სამართლიანად უნდა დაკომპლექტდეს", - განაცხადა მეჭიაურმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner