logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უახლოეს მომავალში 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება
- +

5 მარტი. 2016. 13:32



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოს მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.


აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 6 მებრძოლს სამების საკათედრო ტაძრიდან დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 4 ცხედარს კი საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ. 5 მარტს ათივე ქართველ გმირს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.



სოზარ სუბარის განცხადებით, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება. მისივე თქმით, უკვე გადმოსვენებულთა ნეშტებიდან დაახლოებით 12-ის ამოცნობა მოხდება უახლოეს პერიოდში, ხოლო შემდეგ უკვე 20-ის იდენტიფიცირებას ელოდებიან.



სუბარმა ჟურნალისტებს უკვე იდენტიფიცირებულთა გვარები გააცნო, რომლებსაც დღეს დაკრძალავენ: ავთანდილ ბარბაქაძე, გოჩა ჭელიძე, ბადრი გამგებელი, ელგუჯა გოცირიძე, ზაქარია ყაყაჩოველი, ემზარ ხაინდრავა, ზურაბ ოქრუაშვილი, დავით ჟორჟოლიანი, ავთანდილ დაჩიბერიძე  და დავით სოლოღაშვილი.



ბუნებრივია, ისინი დღემდე მშობლიურ მიწაში განისვენებდნენ, უბრალოდ, არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. მათ მშობლებს, შვილებს და ოჯახებს არ შეეძლოთ მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილებისთვის. დღეიდან გვეცოდინება, სად არიან დაკრძალული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და მათი ოჯახებისთვის. ეს პროცესი მიმდინარეობს და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის წითელ ჯვარს".
მთავარი არის ამ ადამიანების დახმარება და არა ის, რომ ვინმემ ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner