„ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარობაზე შეთავაზება თავად პრემიერისგან მიიღო. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქუთაისისთვის სოციალური საკითხია, რომლის მოგვარებაც შესაძლებელი იქნება.
„2016 წლიდან საქართველოს განვითარების ისტორიაში დგება ახალი ეპოქა, სოციალური სახელმწიფოს განვითარების, კეთილდღეობის სახელმწიფოში გადასასვლელად. აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში გარკვეული მონაწილეობის მიღება. შემოთავაზება მივიღე პარტია ,,ქართული ოცნებიდან", პრემიერისგან. მთავარი პრობლემა მაინც ქუთაისისთვის არის სოციალური საკითხი. გასულ ოთხ წელიწადში ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ვფიქრობ, მაინც არის დასაქმების საკითხი მოსაგვარებელი. არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც და ეს პრობლემები იმ პროექტებით, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება", დაძლევადი იქნება", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.