ეს რა ხალხი ვართ: გამსახურდიას მკვლელობა გამოსაძიებელია დღემდე, ნახევარი თბილისი მონაწილეობდა პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო გადატრიალებაში (ინერტულობაც მონაწილეობაა ამ დროს). ორჯერ პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა მოხდა შემდგომ და ბოლომდე არავინ იცის შემკვეთი. ხაბეიშვილის, ჭანტურიას მკვლელობა გამოსაძიებელია. ცირკთან და დიდუბეში ავტომატის ჯერი გადაატარეს მომიტინგეებს. სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია ვერ გაგვირჩევია, ქვეყანას სამი კანონიერი ხელისუფლება ჰყავს, ეკლესიის მეთაურზე მკვლელობის მცდელობაზე დაკავებული პირის შეწყალებას ითხოვს სინოდის წევრი, გარეჯის ტერიტორიის საზღვრების დამდგენი კომისიის 2 წევრის შესაძლო დანაშაულის გამოძიება არათუ არ აინტერესებთ, მეტიც, მათ დაკავებას აპროტესტებენ, და ამ ფონზე ოპოზიციური პარტიის ( პარტიაა?) ლიდერი თავს ესხმის 80 წლის ექიმს და სთხოვს პასუხს, რატომ არ შევიდა ურთიერთობაში კორონავირუსის ბელადთან და ვერ განსაზღვრა ვირუსის გავრცელების პროგნოზი.
მე მაინტერესებს პირიქით, ამ ლიდერის მიერ ცხინვალის რეგიონში ოკუპირებული ტერიტორიის მავთულხლართებთან ქართული ტრაკების პარადმა რა დადებითი შედეგები გამოიღო, ნარკოტიკული საშუალებების მომყვანთათვის დამცავი კალთის გადაფარვამ რა შედეგები მოგვიტანა, სამხედრო სამსახურში წასვლის სურვილის არმქონეთა ფსევდო სექტაში გაფორმებამ ასევე რა ბედნიერება გვანახა? მაგრამ მას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, იქნებ სხვამ დაგეგმა? რომ მომკვდარიყო ბატონი ცერცვაძე, სად მიდიოდით? ყველაფერს თავი დავანებოთ, რა ზრდილობაა ასე შეტევა მხცოვან რესპონდენტზე? თან აღიარებ, რომ ის დიდი პროფესიონალია. ხამ!