logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი: ჩვენი ერის და ხალხის არჩევანია NATO-ში სრულფასოვანი ინტეგრირება
- +

22 ივნისი. 2021. 14:49

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში ჩატარებულ სამიტს და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ სუვერენიტეტის, ტერიტორული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და წარმატებულად განხორციელებული რეფორმების მიმართ გამოხატული მტკიცე, თანმიმდევრული და ქმედითი მხარდაჭერისთვის. რაც სამიტის დასკვნით დოკუმენტში, კომუნიკეშიც დადასტურდა. სადაც წერია, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

დეპუტატის თქმით, ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და სხვადასხვა მიმართულებებით რეფორმების განხორციელების კუთხით მხარს უჭერენ.

 

ასევე ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას, ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში. მარიამ ლაშხის შეფასებით, – „საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან. საქართველო ევროატლანტიკური სივრცის ორგანული ნაწილია და წარმატებული რეფორმების შედეგად 2022 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ნატო-საქართველოს დაახლოებისათვის“.

 

მისი განცხადებით, „აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ტრადიციულად საბჭოს ფორმატში მხოლოდ წევრ ქვეყნებს ხვდება. ანალოგიური სიტუაცია იყო მაგალითად 2009 წელსაც, ამიტომ საქართველო ვერ იქნებოდა მიწვეული და არანაირი საფუძველი არ გვაქვს არც წყენის და მით უმეტეს, არც ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურად არასწორი განცხადებების გაკეთების“.

 

მარიამ ლაშხის განცხადებით, ჩვენი ერის და ხალხის არჩევანია NATO-ში სრულფასოვანი ინტეგრირება და მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა, ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაში ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. დეპუტატმა თავისი გამოსვლისას ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ ერთობლივი საპარლამენტო მიმართვის ინიცირების და ოპოზიციის წარმომადგენლების ერთსულოვანი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner